IMG.GE IMG.GE

იმედია, ეყოფა კეთილგონიერება უმრავლესობას, რაიმე სიურპრიზს არ შემოგვთავაზებს და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება დღეს მიღებული,- განუცხადა  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს. მისი თქმით, ცუდია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ხდება.

ოპოზიციის მონაწილეობით მას ექნებოდა სხვა პოლიტიკური წონა და კონსენსუსით მიღებული კონსტიტუცია იქნებოდა წინასაარჩევნოდ უფრო მეტი ნდობის აღმძრავი, იმ ნდობისა, რომელიც არ აქვს ჩვენს მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ. ვინაიდან ვიცით, რომ არჩევნები ქვეყანაში ტარდება გაყალბებით, დაშინებით, ძალადობით, ადმინისტაციული და ბიძინა ივანიშვილის პირადი რესუსის გამოყენებით. ხელისუფლებამ არ შეასრულა შეთანხმება, ეს იქნება სანახევროდ შესრულებული შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიდო. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ მოატყუა ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა“, – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება