ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები – მამუკა მდინარაძე

297
წაკითხვა/ნახვა
mpn

ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა. ყველანი იქ ვიყავით, პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ. დილიდან ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გააპროტესტა გავრილოვის იმ სკამში ჩასკუპება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი წამი, როცა პარლამენტში გახარიას გვერდით არ ყოფილიყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კვირების განმავლობაში ჩვენ თავს ვიკავებდით გახარიას კრიტიკისგან. ეს დიდი უხერხულობა იყო, ვინაიდან ის იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ჩვენი სიის პირველი ნომერი. ეს ხდებოდა მანამ, სანამ არ დაიწყო ცუდი კამპანია მისი თანაგუნდელების მხრიდან. ყველა რეგიონიდან მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეს ხალხი თავს ასაღებდა ბიძინა ივანიშვილის პროექტად, მის „ახალ პარტიად“ და ამით ცდილობდა ჩვენი აქტივისტების გადაბირებას. ამ ინფორმაციას გახარია ტყუილს უწოდებს და ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი. მოდით დღეს მხოლოდ ფაქტებით ვილაპარაკოთ, რათა მსმენელმა გაარჩიოს, სად არის სიმართლე. გახარიას მომხრეების ე.წ. ქავერებზე Facebook-ზე გამოტანილია ფოტო, სადაც ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუდან მოყვანილია სიტყვები, რომლის ინტერპრეტირების შემთხვევაში ის თითქოს რაღაც ახალ ძალაზე საუბრობს. 700-800 ადამიანის გადაბირებას ცდილობდნენ და უარი მიიღეს. ამას თავი დავანებოთ, მაგრამ „ქავერზე“ რომ გამოგაქვს ასეთი ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან, მგონია, რომ ეს უკვე ფაქტი და მტკიცებულებაა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ტყუილია გიორგი გახარიას სიტყვები, თითქოს მან 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ნახა.

ყველანი იქ ვიყავით, პირადად მე მას ერთი წუთით არ მოვშორებივარ. მე დილიდან ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გააპროტესტა გავრილოვის იმ სკამში ჩასკუპება, მაგრამ არ ყოფილა არცერთი წამი, როცა პარლამენტში გახარიას გვერდით არ ყოფილიყო უმრავლესობის არაერთი დეპუტატი. დღეს მე სადაც ვზივარ, იმ ოთახის თავზე იყო ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის კაბინეტი, საიდანაც გიორგი გახარია უყურებდა სიტუაციას. ის ოთახი უმრავლესობის დეპუტატებით სავსე იყო. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მაშინ პარლამენტში ვერავინ ნახა, რამდენად გულწრფელია ის, მარტივი განსასჯელია. ეს არის პირდაპირ გამიზნული ტყუილი, პარლამენტის და პარლამენტარების დისკრედიტაციისთვის“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება