IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი  მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რჩება. მას წუხელ, რამდენიმე საათის განმავლობაში, ქირურგიური ოპერაცია უტარდებოდა.

„პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია, მას დაზიანებული ჰქონდა მარჯვენა გულმკერდის არე, ასევე გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა კისრის მიდამოში.მაქსიმალურად ვცდილობდით ახალგაზრდისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა ინტესიურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება”, – ამბობს კლინიკის მენეჯერი.

ცნობისთვის, სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება