Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის, ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა

მარშალ პრესი 27/03/2024
434368767_798116025704318_7475792191477561422_n
პირველ დღეს, Საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა ,,პროფესიის არჩევის” შესახებ, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ბერიძე წარუძღვა, მონაწილე ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ.
მეორე დღე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის გასვლით აქტივობებს დაეთმო, ახალგაზრდებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიული კლინიკები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
მონაწილე აბიტურიენტებს, რექტორის მოადგილე თამარ სირაძემ უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ – მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკის, სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში, იმყოფებოდნენ სასამართლო პროცესების საიმიტაციო დარბაზში.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალგაზრდებს აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მეზღვაურის საქმიანობის დადებითი ფაქტორები და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, აბიტურიენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ სიმულაციურ აქტივობებშიც, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, საინჟინრო და სამანქანე განყოფილებები.
მესამე დღეს, ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა დასკვნითი შეხვედრა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქათამაძე წარუძღვა.
დასკვნით შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ახალგაზრდებს შეხვდა და პროფესიის არჩევის შესახებ ესაუბრა, პროექტში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი იყო ჩართული.

Continue Reading

Previous: მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ “ნაცმოძრაობა” ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან – არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს
Next: სააკაშვილის ყოფა რაღაცით უნდა დაემსგავსოს პატიმრობას, ვიზიტორების რაოდენობის თვალსაზრისით მისი შემთხვევა მგონი მსოფლიოში უპრეცედენტო იყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025