Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება – გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული

მარშალ პრესი 27/03/2024
dimitri khundadze

„ისინი [პატარა ოპოზიციური პარტიები] გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება – გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ, რითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს რომ „თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება“.

დიმიტრი ხუნდაძის თქმითვე, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული „ნაცმაცუნა პარტიების კრახი არჩევნებში გარდაუვალია.
„როგორც ხედავთ, მიხეილ სააკაშვილს გადაუარა დემენციამაც და შიმშილმაც და უკვე საარჩევნო პროგნოზებს აკეთებს.
„ნაცმოძრაობაში“ კარგად ხედავენ, რომ მათი კრახი გარდაუვალია.
სააკაშვილი სწორ შეფასებას აკეთებს, როცა ამბობს, რომ ეს პატარა, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული „ნაცმაცუნა პარტიები“ ბარიერს ვერ გადალახავენ. ისინი გაერთიანდებიან თუ გაიყოფიან, შედეგი მაინც ერთი იქნება – გარდაუვალია მათი წაგება, ისე რომ პენალტებიც არ იქნება დანიშნული, წააგებენ თავშივე,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლოსგან უარყოფილმა გვარამიამ საკუთარ ლეკვებს დააორგანიზებინა უმსგავსობა და რესპუბლიკის მოედანზე პრემიერის გამოსვლის დროს ფეხბურთელების დაჯილდოება “გააპროტესტებინა”
Next: მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა, რომ რეიტინგების მიხედვით, მხოლოდ “ნაცმოძრაობა” ლახავს ბარიერს ოპოზიციიდან – არც ერთ პარტიას არ აქვს მინიმალური შანსიც კი, რომ ბარიერი გადალახოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.