Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა

მარშალ პრესი 27/03/2024
irakli kobakhidze3

ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ესენი არიან ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ სახელმწიფოსგან.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად ჩვენი საამაყო გუნდის წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდებით დაჯილდოების თაობაზე. მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის.

ვულოცავ თითოეულ მათგანს ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები და ეს არის მინიმალური დაფასება, რაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს, ფედერაციას და დარწმუნებული ვარ, წინ გველის დიდი გამარჯვებები და წარმატებები. რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს“, – განაცხადა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: ამ საცოდავის განცხადებაში ყველაზე სასაცილო, მუქარანარევი გზავნილია – ზურაბ ქადაგიძე გვარამიაზე
Next: ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მმართველს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.