Skip to content
19/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზღვარგადასული ლიბერალიზმი არის ფერადი ფაშიზმი და ამ თითქოსდა უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობამდე მიყვანა სურთ

მარშალ პრესი 27/03/2024
tamta megrelishvili

„როცა შენ გიპირისპირდებიან სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები, რომ დაიცვა თავი, მომავალი და შენი შვილები,” – ამით ხსნის „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორია მმართველი გუნდი. როგორც თამთა მეგრელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აუცილებელია ამ ინიციატივის კანონად ქცევა, რადგან როცა ქვეყანას უპირისპირდებიან, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები.

„ზღვარგადასული ლიბერალიზმი არის ფერადი ფაშიზმი და ეს არის ჩვენკენ მომართული იარაღი, ჩვენს რელიგიაზე, კულტურულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, ზოგადად მორალურ ასპექტებზე მომართული იარაღია, რომლის მთავარი სამიზნეა არასრულწლოვანი ბავშვები. ეს არის იარაღი, რომელსაც იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. მეტსაც ვიტყვი, ამ თითქოსდა უფლებების სახელით ჩვენი უუფლებობამდე მიყვანა სურთ. რეალურად ესაა პრობლემა. ამიტომ, მე ვუერთდები ჩემი გუნდის – „ხალხის ძალის“ პოზიციას და როგორც „ხალხის ძალის“ წევრი და როგორც რიგითი მოქალაქე, თამთა მეგრელიშვილი აუცილებლად მივიჩნევ იმ ინიციატივის კანონად, სამართლებრივ მექანიზმად ქცევას, რა ინიციატივაც აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“. ეს საჭიროა იმიტომ, რომ როცა შენ გიპირისპირდებიან სახელმწიფო და პოლიტიკურ დონეზე, აუცილებელია შექმნა სამართლებრივი ბერკეტები, რათა დაიცვა თავი, მომავალი და შენი შვილები. ამიტომ, ეს არის ეროვნული ღირსების, თვითმყოფადობის, კულტურის გადარჩენის მთავარი გზა. ეს არის კანონპროექტი, რომელმაც ხორცი უნდა შეისხას და ეს არის ქართველი ხალხის, მოქალაქეების უმრავლესობის პირდაპირი დავალება და ჩვენ ეს დავალება უნდა შევასრულოთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად „ხალხის ძალა“ ამ ბრძოლის ავანგარდში დგება და ჩვენ არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინიციატივა ინიციატივად არ დარჩეს და ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ამ აღვირახსნილობის, უკანონობის სამართლებრივი შეზღუდვა,” – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

Post navigation

Previous: კარგ ხალხში, ქვეყანაში და პროფესიონალებში მოვხდი, აქ მუშაობა მიხარია – ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
Next: ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება -დაჩი ბერაია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.