Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როცა კითხულობენ, თუ რატომ ვიხსენებთ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ცხრა წელს – ჩვენ კი არ ვიხსენებთ, ასეთი კვლევები ახსენებს საზოგადოებას მათ რეჟიმს

მარშალ პრესი 26/03/2024
guram macharashvili1

„წამებისგან თავისუფლების (Freedom from torture) ინდექსის კვლევა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს იმ საშინელ პერიოდს, როდესაც ადამიანების წამება პიკში იყო და გირგვლიანის, რობაქიძისა და არა მხოლოდ მათ გვარებს – სამწუხაროდ, ბევრი იყო ასეთი ადამიანების ჩამონათვალი“, – ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, წამებისგან თავისუფლების ინდექსით ქვეყანა რომ 101 პოზიციით დაწინაურდა, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შემდეგ ამ მიმართულებითაც წარმატება აქვს. „ამ კვლევამ აჩვენა, რომ 2012 წლის შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

წამების ინდექსში საქართველო 101 პუნქტით დაწინაურდა და 46-ე ადგილზეა, მაშინ, როცა 2012 წელს 147-ე ადგილზე იყო. 2012 წლამდე წამებისგან თავისუფლების ინდექსში გვისწრებდა: რუსეთი, ავღანეთი, სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და ა.შ. ახლა კი, ამ დასკვნის მიხედვით, წამებისგან თავისუფლების ინდექსში ვუსწრებთ: აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, რუმინეთსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ამიტომ, როცა კითხულობენ, თუ რატომ ვიხსენებთ ხოლმე „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ცხრა წელს – არა, ჩვენ კი არ ვიხსენებთ, ასეთი კვლევები ახსენებს საზოგადოებას მათ რეჟიმს. წამებისგან თავისუფლების ინდექსით ქვეყანა რომ 101 პოზიციით დაწინაურდა, ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებითაც წარმატება გვაქვს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ბავშვების უფლებების დაცვას და ოჯახურ ღირებულებებს ისინი ეძახიან ჰომოფობიას – ეს არის ღირებულებითი ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებენ ისინი, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები ვართ მომავალი თაობების წინაშე
Next: თავად თქვან, რომ საქართველოს, მისი მომავლის, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არ იხარჯება ეს ფული და ბოდიშს მოვუხდი – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების ნაწილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.