Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კარგი იქნებოდა, ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, იმ ოჯახებთან მისულიყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე იგრძნეს მისი დანაშაულებრივი სისტემა

მარშალ პრესი 26/03/2024
rati ionatamishvili

კარგი იქნებოდა, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ, პირველ რიგში, იმ ათიათასობით ოჯახთან მისულიყვნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე იგრძნეს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისა და სისტემის შედეგები, მაგრამ მათთან მისასვლელი პირი არ აქვთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ ცალკეულ აქტივისტებს, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ვერასდროს აურევენ ქვეყანაში ვერაფერს.

„კარგი იქნებოდა, ეს ადამიანები, პირველ რიგში, იმ ათიათასობით ოჯახთან მისულიყვნენ, ვინც საკუთარ თავზე იგრძნო მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლებისა და სისტემის შედეგები, ვინც აწამებდა ჩვენს მოქალაქეებს, მაგრამ მათთან მისასვლელი პირი არ აქვთ. ხელმოწერებს შეაგროვებენ თუ სხვა გზებს მიმართავენ, ამას არანაირი ფასი არ აქვს. ისიც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებებს, არამედ მხოლოდ ასრულებს დავალებებს, რაც ექნება რეიტინგებიდან, იმ დავალებას შეასრულებს, მაგრამ როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ ცალკეულ აქტივისტებს, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილი თუ „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ვერასდროს აურევენ ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს. მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანენ პოლიტიკურ განაჩენს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

Post navigation

Previous: სააღრიცხვო პოლიტიკების გაწერა ყველა კომპანიის ვალდებულებაა
Next: პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.