
დღეს საქართველო-საბერძნეთს შორის საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომელსაც მთელი ქვეყანა დიდი ინტერესით ელოდება. სტადიონზე დასასწრები ბილეთები სრულად გაიყიდა, ახლა კი, იმ ადამიანებისთვის მიმდინარეობს ზრუნვა, ვინც სტადიონზე ვერ ახერხებს დასწრებას და სურს დიდ ეკრანზე ადევნოს თვალი ისტორიულ მატჩს.
სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება დიდი ეკრანი, სადაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ თვალი ადევნონ თამაშს.