Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა

მარშალ პრესი 26/03/2024
levan chotorlishvili

ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა, -ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე და ამერიკის როლზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, “რომ არა ამერიკა, ისრაელი და არაბები ალბათ დიდი ხანია გამონახავდნენ საერთო ენას. მაგრამ ამერიკა უბიძგებდა ორივე მხარეს ყოფილიყვნენ რადიკალურები და დღეს როდესაც ისრაელს ამერიკის დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს, ამერიკელები ზურგს აქცევენ ისრაელს”.

როგორც ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, ის რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. მისივე თქმით, არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთან
ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გპირდება.

„ამერიკამ მე მგონი პირველად არ დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიისრაელის გადაწყვეტილებას.
თუ ისრაელმა ამერიკის მხარდაჭერა დაკარგა მაშინ განწირულია არაბული სამყაროს წინააღმდეგ მარტოდ დარჩენილი.

რასაკვირველია ამერიკის პოლიტიკის თანდათანობით ცვლილება არანაირად არ უკავშირდება ღაზის სექტორში დაღუპული ბავშვების რიცხვს. ამერიკელებს საერთოდ მორალი ნაკლებად აინტერესებთ. ნამდვილი მიზეზი იმაშია რომ ამერიკა სუსტდება მსოფლიოში ძალის სხვა პოლუსების გაჩენის და გაძლიერების პარალელურად. ასეთი პოლუსებია: ჩინეთი, ინდოეთი, ლათინური ამერიკა და ისლამური სამყარო.

დასავლეთის გეგმა უკრაინის ომის საშუალებით დაეშალათ რუსეთი და რუსეთის რესურსების დაუფლებით გაეხანგრძლივებინათ საკუთარი დომინირება ჯერჯერობით არ გამართლდა. შესაბამისად ამერიკა იძულებულია დაიწყოს უფრო რთული და მრავალსვლიანი თამაში.

რომ არა ამერიკა, ისრაელი და არაბები ალბათ დიდი ხანია გამონახავდნენ საერთო ენას. მაგრამ ამერიკა უბიძგებდა ორივე მხარეს ყოფილიყვნენ რადიკალურები.

ჰპირდებოდა მუდმივ მფარველობას ისრაელს. ასეთი პოლიტიკით ამერიკელებმა კონფლიქტი შეუქცევად ისტორიულ პროცესად აქციეს და დღეს როდესაც ისრაელს ამერიკის დახმარება ისე სჭირდება როგორც არასდროს, ამერიკელები ზურგს აქცევენ ისრაელს. ტოვებენ მას მარტო ისლამური საფრთხის წინაშე.

არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი. ბიზნესი კი დღეს მოითხოვს პოლიტიკურ ვაჭრობას, როგორც ისლამურ სამყაროსთან, ასევე ინდოეთთან და ლათინურ ამერიკასთან, რადგან ამ სამი ძალის როლი მნიშვნელოვანი იქნება დაპირისპირებაში ჩინეთთან.

ზუსტად ასეთივე როლი, განუსაზღვრეს ამერიკელებმა საქართველოს. ის რაც დღეს ხდება გაკვეთილი უნდა იყოს საქართველოსთვის. არ შეიძლება ძლიერ მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება და დაძაბვა იმის სანაცვლოდ რასაც დასავლეთი გპირდება“, – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

Post navigation

Previous: ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს – ირაკლი კობახიძე
Next: ლაშა ტუღუში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კლასიკურ პროვოკაციას უწოდებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.