Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია

მარშალ პრესი 26/03/2024
irakli zarkua

ამ ქვეყანაში ბელადომანია დასრულდა, არავის აინტერესებს ის ხელმოცარული კრიმინალი, რომელიც ახლა ციხეშია და ციხეშიც არ არის, საავადმყოფოშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ნებისმიერი აქტივობა, საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესში არ არის.

„არავის სჯერა, რომ ეს ხელმოწერები თუ სხვა აქტიურობა ქართული საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესშია. ხალხი აქცენტს გააკეთებს მშვიდობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე და პრაგმატულ პოლიტიკაზე“, – აღნიშნა ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი ხელმოწერები პრეზიდენტის სასახლესთან მიიტანეს.

Post navigation

Previous: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ჩაბარდა (ვიდეო)
Next: ამ ოცნების ახდენამდე ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.