Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო

მარშალ პრესი 26/03/2024
nino pochkhua

ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძისა და ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცისარტყელას ამსახველ ფოტოებს და „ქართული ოცნების” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

ფოჩხუას თქმით, ზუსტად სიმბოლურია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა.

„იქნებ პირიქით არის? ყველაფერი გაუკუღმართებული როგორ უნდა დაიბადოს ამათ დაბინძურებულ თავებში. ისე კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო. ნოეს კიდობნის დახმარებით ვინც გადარჩა, მათგან დედამიწა ახლიდან დასახლდა. ასე გადარჩა კულტურა- გზა უფლისკენ.

და თქვა ღმერთმა “აღარ მოისპობა აღარანაირი არსება წარღვნებით, ნიაღვრებით და თავისი აღთქმის დასტურად ცაზე ცისარტყელა გადაჭიმა.

ზუსტად სიმბოლურია მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Post navigation

Previous: თქვენი რა არის, ამას პირადად მოგახსენებთ! დაგველოდეთ – გოგა ხაინდრავა ლაშა ბუღაძეს
Next: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერები ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ჩაბარდა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.