Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს

მარშალ პრესი 25/03/2024
5005

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა გახსნეს.

ირაკლი კობახიძეს და ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ უმასპინძლა.
ქართულმა მხარემ შენობა 2024 წელს შეიძინა. პირველად, ქვეყანას სომხეთის რესპუბლიკაში აქვს საელჩო, რომლის შენობაც საქართველოს ეკუთვნის.

ის მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განთავსებულია სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობები და მოიცავს მოქალაქეთა მისაღებს; საოფისე, საკონფერენციო სივრცეებს.შენობის კეთილმოწყობისას დიზაინში გათვალისწინებულია ეთნიკური და კულტურული ელემენტები. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა არის მე-15, რომელიც საქართველოს საკუთრებაშია.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრმა 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო
Next: ეკა სეფაშვილმა ევროსაბჭოს კომიტეტს ბავშვთა შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ ანგარიში წარუდგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025