Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საკონსტიტუციო სტატუსი გვჭირდება, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს და გაბედოს ახლა მიღებული კანონის შეცვლა ან გაუქმება

მარშალ პრესი 25/03/2024
sozar subari

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი განმარტავს, თუ რატომაა აუცილებელი ლგბტ თემთან დაკავშირებულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სტატუსი მიენიჭოს. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონს უნდა ჰქონდეს მაღალი სტატუსი, რათა ვერავინ შეძლოს და გაბედოს მომავალში მისი გაუქმება, ან შეცვლა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოქმედი ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათი მიღება შესაძლებელი იქნება მომავალი მოწვევის პარლამენტში, მანამდე კი, იმუშავებს კანონი, რომლის ინიციირებაც დღეს მმართველი გუნდის მხრიდან მოხდა.

„რატომ გვინდა საკონსტიტუციო კანონის მიღება და საკონსტიტუციო სტატუსი? იმიტომ, რომ კანონს უნდა ჰქონდეს მაღალი სტატუსი, რათა ვერავინ შეძლოს და გაბედოს მომავალში მისი გაუქმება, ან შეცვლა. ამისთვის არის საჭირო 113 ხმა. თუ ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს ცვლილებებს, რასაკვირველია, 113 ხმის მოგროვება შეუძლებელი იქნება, თუმცა კანონი მიღებული იქნება მანამდეც, იქნება ქმედითი და იმუშავებს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ ჩვენ მივიღებთ მე-11 მოწვევის პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინახავს, ვის უნდა მისცეს ხმა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: ვინაიდან მარტივ მამრავლებად დაყოფილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ ანებივრებს საკუთარ ამომრჩეველსაც კი სისტემატიზებული საარჩევნო პროგრამით, დავეხმაროთ მათ ამ პროგრამის შედგენაში
Next: როცა საჯარო პირი კომიკური ხდება, უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს, თუმცა, ამდენი შეგნება აქვს რომ? – გია აბაშიძე პრეზიდენტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.