Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი, ეტყობა, ჯერ როზნერს არ გაუზომავს მათი რეიტინგები

მარშალ პრესი 25/03/2024
nino pochkhua

სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის, – ასე ეხმიანება  ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება დამოკიდებულია მისი და ზურაბიშვილის რეიტინგებზე, რომელსაც როზნერი გაზომავს.

მისი განცხადებით, თუ სააკაშვილის რეიტინგი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ზურაბიშვილის, მაშინ პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას და მას შეიწყალებს.

“სალომე ზურაბიშვილი მოლოდინის რეჟიმშია, ელოდება “პატრონების” ბრძანებას, შეიწყალოს თუ არა სააკაშვილი. ეტყობა ჯერ როზნერს არ გაუზომავს რეიტინგები, როგორც სალომესი, ისე სააკაშვილის. მიშას შეწყალება კი დამოკიდებული იქნება მის რეიტინგზე, ექნება მაღალი რეიტინგი სალომესთან შედარებით, პრეზიდენტი შეასრულებს ბრძანებას, შეიწყალებს თუ არა და არა. მოკლედ, როგორც უბრძანებენ, მაგრამ ეს ვერ უშველით, სალომე სძულს ქართველ ხალხს და “ვივამედის” პაციენტს დღითი დღე რომ აკლდება რეიტინგი, არ ახალია, არც ახალი ლიდერი ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
Next: სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025