Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს – ნათია თურნავა

მარშალ პრესი 25/03/2024
natia turnava

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას თქმით, ლარის მოკლევადიან რყევებს მნიშვნელოვანი ყურადღება არ უნდა მიენიჭოს, რადგან მცირე სავალუტო ბაზარზე, კურსის რყევა ზოგადად შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციითაც იყოს განპირობებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე – „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის და ამას ამბობს სავალუტო ფონდიც, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მოკლევადიან რყევებს, რომელიც ჩვენს ბაზარზეა დიდ ყურადღებას ნუ მივანიჭებთ, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ჩვენი სავალუტო ბაზარი მცირეა და შეიძლება, ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა მოახდინოს ეს რყევა. მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, იქნება ეს ტურიზმი, თუ მომსახურების ექსპორტი თუ გზავნილი და ამ მხრივ დესტაბილიზაციას არ ველოდებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ

Continue Reading

Previous: შეუძლებელია, ევროპისგან დაყენებული იყოს ულტიმატუმი, ქვეყნის სუვერენიტეტი, სასამართლოს დამოუკიდებლობა ან ევროპა, ამას არავინ იკადრებს
Next: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025