პარლამენტში შესვლას გვაყვედრის ადამიანი, რომელიც მაშინ შევიდა, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ ციხეში იჯდა, – ამ განცხადებით რომან გოცირიძე „გირჩი – მეტი თავისუფლება“-ს ლიდერს ზურა ჯაფარიძეს პასუხობს.
„დაცინვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების მოთხოვნა არის არარეალისტური, იმას ნიშნავს, რომ არ გახსოვს რაღაცები. შეიწყალა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა. ეს მოხდა გარე და შიდა ზეწოლის შედეგად, ბრძოლის შედეგად. ელჩების განცხადებები ვნახეთ, იმედია ოპოზიციაც გააკეთებს თავის გასაკეთებელს. ნიკა გვარამიას განთავისუფლების ყველა გზა არის გამოსაყენებელი და რომელიმეზე რაიმე მიზეზით უარის თქმა არის შეცდომა“, – წერს გოცირიძე.
რომან გოცირიძე ამ პოსტით „გირჩი – მეტი თავისუფლება“-ს ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებამდე ჯერ ინტერფრაქციული საპარლამენტო ჯგუფია შესაქმენლი, რომელიც ობიექტურ დასკვნას დადებს. ამას კი წინ უძღოდა რომან გოცირიძის განცხადება, სადაც მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა.
სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისათვის საქართველოს მიმართ ასეთია: სავაჭრო ურთიერთობები – არა! უვიზო...