Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად შეამოწმონ ქართველი მოსამართლეები

მარშალ პრესი 24/03/2024
mamuka mdinaradze

ეს თემა ჩვენთვის არის ჩახურული. თუ ვინმე მოიტანს რაიმე სახის არგუმენტს, რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ დამატებითი შემოწმება სჭირდებათ ქართველ მოსამართლეებს, მაშინ შეიძლება ჩვენ ამ თემას დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს თემა არის დახურული და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ საქართველოში ქართული შტოების შესახებ, არა მხოლოდ ხელისუფლების შტოების, ზოგადად საქართველოს შესახებ, გადაწყვეტილებები მიიღება თავად ამ ქვეყანაში, ქართველების მიერ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ევროკომისიის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საქართველო სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, ყველა პარამეტრით საშუალო ევროპულ დონეს უთანაბრდება და კანდიდატ ქვეყნებს შორის წამყვან ადგილს იკავებს.

„ჩვენთვის მიუღებელია, ის დამოკიდებულება, რომ უცხო ქვეყნის, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ნებისმიერი წარმომადგენლის მიუხედავად, დაუშვებელია, რომ ამ ქვეყანაში შემოწმება თუ სხვა სახის გადაწყვეტილება მიიღოს რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელმა. გამორიცხულია, დაუშვებელია და ეს არის ცუდი პრეცენდენტი ზოგადად. ჩვენ ვერ მივბაძავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ დამოკიდებულებით, მაგალითად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პუნქტით ჩამოგვრჩებიან.

ჩვენ ვართ ძალიან თამამები ჩვენ გადაწყვეტილებებში, რადგან ნებისმიერ გამოკითხვაში და კვლევაში ჩვენი ქვეყანა სასამართლო რეფორმების თვალსაზრისით, სასამართლოს დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილებების სიმყარის და ა.შ. ნებისმიერი პარამეტრით საშუალო ევროპულ დონეს ვუთანაბრდებით და კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებითაც. შესაბამისად ჩვენთვის მიუღებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნებისმიერი სტატუსის მიუხედავად შეამოწმონ ქართველი მოსამართლეები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: კოლექტიური ნაც-მოძრაობა, როგორც უპრეცედენტო ღალატის მოვლენა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა – ზურაბ ქადაგიძე
Next: თქვენი საქმე არ არის სად დავდივარ მე – მწვავე კამათი ირაკლი ღარიბაშვილსა და ტვ პირველის ჟურნალისტს შორის (ვიდეო)

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025