Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო

მარშალ პრესი 24/03/2024
irakli garibashvili

დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში ვინმეს ჩარევას. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, კანონის უზენაესობით და მართლმსაჯულების გამართული სისტემით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ლიდერია.

„ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. მე როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის და ზოგადად, მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Continue Reading

Previous: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ ამის შემოწმებას არ აპირებენ, წინასწარ გამოიტანეს განაჩენი, ქმნიან ნოყიერ ნიადაგს მოსამართლეთა გასაყრელად
Next: „ხალხის ძალა“ არის პარტია, რომელიც „ქართული ოცნების“ წიაღს იმიტომ კი არ გამოეყო, რომ მმართველი პარტიის სახელისუფლებო კურსთან რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა აქვს, არამედ პოლიტიკურ ველზე საკუთარი, აქამდე უცხო „თამაშის წესების“ შემოგვეღო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025