Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამოჩემებული ვყავართ დაახლოებით 30-მდე მოსამართლე – დიმიტრი გვრიტიშვილი

მარშალ პრესი 24/03/2024
dimitri gvritishvili

მოსამართლეთა უდიდესი უმრავლესობა ამ პოზიციას იზიარებს, რომ ე.წ. ვეტინგი საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

„ალბანეთის შემთხვევაში, გამოკითხული მოსამართლეების 58% ამბობდა, რომ სასამართლო სისტემაში არის კორუფცია და უნდა გატარდეს რეფორმა. ასეთი წინაპირობები საქართველოში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ეფუძნება საქართველოს მიმართ ეს რეკომენდაცია. მოსამართლეების კეთილსინდისიერება მაშინ არის შემოწმებული, როდესაც უვადოდ იქნენ განწესებული თანამდებობებზე. ქონებრივი მდგომარეობა ყოველწლიურად მოწმდება, ამის კანონით დადგენილი მექანიზმი არსებობს. ანტიკორუფციული ბიურო ყოველწლიურად ჩვენს საჯაროდ გამოქვეყნებულ დეკლარაციებს სწავლობს და ისიც ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ არასამთავრობოებისგან შემდგარი კომისიაც, ამოჩემებული ვყავართ დაახლოებით 30-მდე მოსამართლე და კიდევ დამატებით გვახვედრებენ მონიტორინგში, რითაც გვაიძულებენ კიდევ დამატებითი მტკიცებულებების მოძიებას, ჩვენი საბანკო ანგარიშების ამონაწერების წარდგენას, ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას. ნუ, რას ვიზამთ. ამ ასპექტშიც მოსამართლეების საქმიანობა და პიროვნებაც, უკვე მოწმდება“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენცია მიმდინარეობს. ეს არის რიგით 32-ე შეხვედრა, რომელიც ემსახურება იუსტიციის საბჭოში ახალი წევრების არჩევას. იმსჯელებენ ე.წ. ვეტინგის სისტემაზეც.

Post navigation

Previous: მათ საქართველოს ინტერესები არ ამოძრავებთ – მაკა ბოჭორიშვილი ცალკეულ ოპოზიციონრებზე
Next: მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ ამის შემოწმებას არ აპირებენ, წინასწარ გამოიტანეს განაჩენი, ქმნიან ნოყიერ ნიადაგს მოსამართლეთა გასაყრელად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.