არ გაიშვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი დისკომფორტი – ირაკლი ზარქუა

638
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პარლამენტში არგუმენტირებული პასუხებისა და მწარე სიმართლის მოსმენა მოუწევთ.

„თუ ვინმე ჭკვიანურს იტყვის, მზად ვართ, მივისმინით მათ შორის ბიუჯეტურ თემაზე, მათ შორის სამართლიან სასამართლოზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე. მიშელის დოკუმენტს რომ არ აწერენ ხელს, მაშინ რისთვის შემოვიდნენ. არ გაიშვა ამათი შექმნილი დისკომფორტი, უპრინციპოები, ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულები, შემოვიდნენ ახლა აქ და დასხდებიან, დასხდნენ, რა პრობლემაა. ყვირილი გარეთ უფრო ეფექტურად ჟღერდა. აქ დახვდებათ ყოველთვის არგუმენტირებული პასუხი. ვინც რა უნდა თქვას, უსამართლობას არ გავუტარებთ. კი ბატონო, იყვნენ კუთხეში თავჩაღუნულები, მოისმინონ მწარე სიმართლე, რასაც ამ შვიდი თვის განმავლობაში ჩვენც და მთელი ევროპა ეუბნებოდა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება