Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად

მარშალ პრესი 23/03/2024
irakli kobakhidze

ერთადერთი, რაც აქვს ოპოზიციას დღის წესრიგში, ეს არის ცესკოს როგორმე დისკრედიტირება, რაც არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ამისთვის არავითარი საფუძველი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ ბოლომდე აგებს არჩევნებს, ხოლო პარტიების უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ საერთოდ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს.

„ერთადერთი არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისიც 15%-ზეა ჩამოსული, რომელსაც აქვს ბარიერის გალახვის შანსი. ასეთ პირობებში მთელი მათი აქტივობები მიმართულია სწორედ დისკრედიტაციისკენ. მეტი არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი, შესაბამისად მაქსიმალურად ეცდებიან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო მთელი ამ წლების განმავლობაში მუშაობდა გამართულად, სათანადოდ ატარებდა არჩევნებს, მათ არ აქვთ არავითარი საფუძველი იმისათვის, რომ მოახდინონ ცესკოს დისკრედიტაცია.

გახსოვთ რამხელა კამპანია ააგორეს 2020 წელს და მაინც ვერაფერი ვერ მოახერხეს, იმიტომ, რომ გაყალბებული არ იყო არჩევნები, გაყალბებული იყო მაშინდელი პარალელური ხმის დათვლის შედეგები. ეს ყველაფერი გააყალბა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით
Next: თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის და ე.წ. ვეთინგი არ ხელყოფს ჩვენს სუვერენიტეტს, სამართლის უზენაესობას, მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025