Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს საქართველოში, არის ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, ხარჯები

მარშალ პრესი 23/03/2024
irakli kobakhidze3
ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი თუ რაიმე არსებობს  საქართველოში, არის სწორედ ეს ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა მათი დაფინანსება, ხარჯები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ არაფერი იცის იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის აფინანსებს ამ ორგანიზაციებს.
„ძალიან შეზღუდულია ეს ინფორმაცია, რაც ბუნებრივია, არის სერიოზული პრობლემა, თუმცა  ჩვენ ამ პრობლემის მიუხედავად ვახერხებთ და ვაწვდით საზოგადოებას სათანადო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს და ვინ წარმოადგენს სხვა ინტერესებს. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ იყო არაერთი ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, როდესაც ექსტრემისტული ორგანიზაციებიც კი ფინანსდებოდა უცხოური წყაროებიდან. ეს იყო მაგალითად იგივე „ფრანკლინის კლუბის“ დაფინანსება, „კანვასის“ ტრენინგები და ა.შ. ეს ყველაფერი არის შემაშფოთებელი, თუმცა ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამ ბუნდოვანებისა და გაუმჭვირვალობის  მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა პრობლემა არ შეუქმნან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. 
როდესაც დონორი აფინანსებს გარკვეულ ორგანიზაციას, დონორმა მთლიანად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა შესაბამისი ორგანიზაციის ნებისმიერ საქმიანობაზე, განცხადებაზე. ეს არის სწორი სტანდარტი. როდესაც არ ემიჯნებიან კონკრეტული დონორები მათ მიერ დაფინანსებული  ორგანიზაციებს განცხადებებს, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, თუმცა ამ პირობებშიც საზოგადოება არის სათანადოდ ინფორმირებული და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენი ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული. ბუნდოვანების მიუხედავად ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს ვერ შეექმნება პრობლემები“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: უნდათ ე.წ. „ვეთინგის სისტემის“ შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ
Next: წოწორიას რეფორმის გატარებით უკრაინამ და მოლდოვამ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყნები, ჩვენ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025