Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბაკურ ბაკურაძე: ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება – ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის

მარშალ პრესი 16/05/2022
ბაკურ ბაკურაძე

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი რეიტინგებში აისახება. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიცემოდეს საინფორმაციო რეპორტაჟი, ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის, – ამის შესახებ რეჟისორმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც „ქრონიკის“ ჟურნალისტის ჩართვის დროს პირდაპირ ეთერში შეიჭრნენ, ის ჟურნალისტები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს.

„ის ჟურნალისტები არიან და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომლებიც ქუჩაში ხოცავდნენ ახალგაზრდებს. მერე მიჰქონდათ იარაღი, დებდნენ და აფორმებდნენ და ხატავდნენ, რომ ისინი იყვნენ ტერორისტები, დამნაშავეები. ეს ის ხალხია, რომელიც თხზავდა ლეგენდებს გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა ქმრებიც მუშაობდნენ და იკავებდნენ ძალიან მაღალ თანამდებობას შს სამინისტროში. ეს არის მათი ჟურნალისტური სტანდარტი. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტური სტანდარტი აისახება რეიტინგებში, რაც შეეხება იმას, თუ როგორ გადაიცემოდეს საინფორმაციო რეპორტაჟი, ჩვენ დღეს ვნახეთ მაგალითი თავშეკავების, კულტურის, წესიერების და ჟურნალისტური სტანდარტის“, – განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

Continue Reading

Previous: ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება – ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა, მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
Next: დმიტრო კულება: არ ვიცი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის კანდიდატის სტატუს მინიჭების წინააღმდეგი წავა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025