Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს

მარშალ პრესი 23/03/2024
irakli kobakhidze

ეს არ არის ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირის პრობლემა. როცა იგივე ადეიშვილი დადის ევროკავშირის კაბინეტებში, ეს არ არის ევროკავშირის პრობლემა. ევროკავშირი ჩვენთვის არის ღირებულებები და სამწუხაროდ ადეიშვილის ვიზიტები კაბინეტებში ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. იგივე განცხადებები ე.წ. „ვეთინგთან“ დაკავშირებით ეწინააღმდეგება სწორედ ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ევროკავშირი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით თუ არგუმენტები იქნება, ხელისუფლება მოისმენს. მისივე თქმით, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს.

„თუ იქნება არგუმენტები, მოვისმენთ. რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაციებისთვის სრული ღიაობა, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს არგუმენტები, მეორე მხრიდანაც ველოდებით არგუმენტებს, ეს არის სწორედ ევროკავშირის ღირებულება. არგუმენტები არ არის, ყველამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტები, როდესაც რაღაცას ითხოვს,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით
Next: საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და სასურველი სურათია რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025