
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ინიციატივით და აჭარის ეროვნული კარატეს ფედერაციის მხარდაჭერით, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში ღია პირველობა კარატეში გაიმართა.
ტურნირი გოგონებსა და ბიჭებს შორის 40 წონით კატეგორიაში ჩატარდა და მასში საქართველოს რეგიონებიდან 140 – მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამარჯვებული სპორტსმენები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მინდია დიასამიძემ, საკრებულოს წევრებმა, საქართველოს ეროვნული კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა მამუკა ყურაშვილმა, აჭარის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა გოჩა სურმანიძემ თასებით, სიგელებით და მედლებით დააჯილდოვეს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ზაზა დიასამიძეს სპორტული შეჯიბრებების წახალისებისა და მხარდაჭერისთვის, კარატეს ფედერაციისაგან მადლობის სიგელი გადაეცა.