Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ოზურგეთის მერმა, მერიის სხდომაზე ისაუბრა ელექტრონული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტებსა და მედიკამენტებზე ფასდაკლებასთან დაკავშირებით.

მარშალ პრესი 16/05/2022
ავთანდილ თალაკვაძე

 

„მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე და ინფორმაციაზე. ეს  ბიუროკრატიის შემცირებისა და რეფორმების გზით, ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებით არის შესაძლებელი. მინდა დავავალო ჩემს პირველ მოადგილეს, პროფესიონალებთან ერთად დაიწყოს მუშაობა ელექტრონული მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის პროექტზე, რათა მოქალაქეებს მომსახურება შევთავაზოთ ერთი ფანჯრის პრიციპით (მაგ: მშენებლობის ნებართვები, სოციალური სერვისები და სხვა).

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა და ჩემმა მოადგილეებმა აქტიურად იმუშავეს – ეს არის მედიკამენტები. პრემიერ მინისტრის ინიციატივამ თურქეთან იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, სერიოზული შეღავათი გაუკეთა ჩვენს მოქალაქეებს და ფასების არსებითი შემცირება გამოიწვია მედიკამენტებზე.  როგორც დაგპირდით, ახლა ჩვენც ვასრულებთ პირობას და ხელი მოვაწერე მემორანდუმს სააფთიაქო ქსელებთან, რომელიც მედიკამენტებზე ფასდაკლებას ეხება –  მუნიციპალური სოციალური პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები საჭირო  მედიკამენტებს შეიძინენ კვირის ნებისმიერ დღეს, ფასდაკლების დღეებში არსებული ფასებით,“- განაცხადა მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ისრაელის სახლის” ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტმა და ისრაელის ქალაქმა, რიშონ ლეციონმა მეგობრობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს
Next: ქალაქ ოზურგეთის განახლების მიზნით ჯამში 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება – ამ საკითხთან დაკავშირებით, ოზურგეთის მერმა, მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.