მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციის შემთხვევაში, ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება – თამარ გაბუნია

125
წაკითხვა/ნახვა

როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში „ფაიზერის“ ან რომელიმე სხვა ვაქცინის გამოყენების შესახებ, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულით გაბუნიამ უპასუხა კითხვას: „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ფაიზერთან“ დაკავშირებით უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ მოზარდებშიც შესაძლებელია, ჩატარდეს ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ „ფაიზერის“ დამატებით დოზებს, შესაძლოა თუ არა, რომ საბჭომ იმსჯელოს ამ ვერსიაზეც“.

მისივე თქმით, თუ რომელ ჯგუფში უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება, დამოკიდებული იქნება როგორც მწარმოებლის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე.

„რა თქმა უნდა, როგორც კი იქნება რეკომენდაციები მოზარდებში „ფაიზერის“ ან რომელიმე სხვა ვაქცინის გამოყენების თაობაზე, ჩვენი ვაქცინაციის პროგრამაც გადაიხედება შესაბამისად და ბუნებრივია, ეს საკითხი დაისმება ექსპერტების საბჭოს წინაშე. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ისევ და ისევ როგორც მწარმოებლის, ისე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე,  რომელ ჯგუფში უნდა მოხდეს ვაქცინის გამოყენება. ამ შემთხვევაში „ფაიზერი“ მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები
მოწონება