Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ისინი არიან ქვეყნის მტრები – კახა კალაძე ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 22/03/2024
kakha kaladze

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულ ოპოზიციას, რომელმაც ევრონესტში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი არ დაუჭირა, აეროპორტში „მოღალატის“ შეძახილებით დახვდნენ. 

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ისინი არიან ამ ქვეყნის, პირდაპირ ვთქვათ, მტრები და ეს ბევრ კონკრეტულ საქმეში გამოიხატა. ყველამ კარგად ვიცით, რომ კაბინეტებში დარბოდნენ და სხვათა შორის, ეგ ამბავი თვითონ გამოიტანეს, რადგან ზოგიერთმა უხერხულობა იგრძნო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ცხოვრობს თავისი ოჯახით, შვილებით და ყველას უნდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. მაგრამ იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც დარბოდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. იგივე ხდებოდა ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. 

ეს ადამიანები არ მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებით, მათ ჰყავთ კონკრეტული პატრონები და ასრულებენ შესაბამის დავალებებს, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საქმესთან და საქართველოს ინტერესებთან“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

Post navigation

Previous: რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს – კახა კალაძე
Next: თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც შეუქმენით მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის? შემიძლია გაგახსენოთ – ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.