Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას“, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს არაფერი სჭირთ გადასარჩენი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი გაახმოვანა

მარშალ პრესი 22/03/2024
irakli qadagishvili

„ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი არაფერი სჭირს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივი ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ ამით აჩვენა, თუ რა არის მისი რეალური არასამთავრობოობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელ ნოდარ ხარშილაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, დიდი შანსი ექნებოდა არჩევნებზე, დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, „ისიც ნათელია, რომ წუხან და ხედავენ, დაქუცმაცებულები, პოლიტიკურად დაცლილები არიან და ბუნებრივია, მათ არანაირი პერსპექტივა გააჩნიათ გამარჯვების“.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ დაფინანსების წყაროებს, სამწუხაროდ, საქართველოში არასამთავრობოების ძალიან დიდი ნაწილი არის პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, თითქოს სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებელი აზრის და ა.შ. ამ ნარატივით პირდაპირ პოლიტიკური პროცესების თანამონაწილეები გახდნენ და გახდნენ ყოველთვის ნეგატიური კონტექსტით და მიმართულებით. ამასთან ერთად, რაც მთავარია, ეს რომ შენიღბული იყოს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დაფინანსების წყარო, ფინანსების გამოყენების მიზნები იყოს დაფარული. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ ღიაობაზე, გახსნილობაზე არიან ყველაზე დახურული ორგანიზაციები და კარგი იქნება, მათი ავტორიტეტი ოდნავ მაინც რომ გახდეს დასაფასებელი საზოგადოებისათვის, თვითონვე წარმოადგინონ ფინანსები. ვთავაზობთ მათ, ისეთი დონის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სადაც ნათელი იქნება, ვინ არიან მათი დამფინანსებლები, რამდენია და რა მიზნებისთვის არის ეს დაფინანსება, ემსახურება თუ არა ეს არასამთავრობო სექტორისთვის დამახასიათებელ მიზნებს, თუ პოლიტიკური ბრძოლის იარაღია“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
Next: რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.