Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არ იყო 4 ადამიანის ნება, ეს იყო სრულიად ოპოზიციისა და მათი დამკვეთების გადაწყვეტილება და ცხადია, ვიღაცას ქვეყნის გარედან და არა მხოლოდ შიგნიდან, არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება

მარშალ პრესი 21/03/2024
tamar chiburdanidze

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჟურნალისტებთან საუბარში ხსნის, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ „ევრონესტის“ ასამბლეაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის დაინიცირებას. როგორც ჩიბურდანიძე აცხადებს, ეს არ იყო მხოლოდ იქ მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება, მათ უკან მთლიანად ქართული ოპოზიცია იდგა, რომელსაც, თავის მხრივ, ერთი უცხოელი დამკვეთი ჰყავს, რომლის მითითებებსაც მოღალატეების მეშვეობით ასრულებენ.

„გიორგი ვაშაძემ, რომ დაათრევს ამ ბანერს, რომელზეც აწერია ქვეყნიდან 800 ათასი ადამიანია გასულიო (საიდან მოიტანა ეს ციფრები, გასაკვირია) და ნიანგის ცრემლებს ღვრის, ვითომ საქართველოს დემოგრაფიაზე შესტკივა გული, საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ქართველებს ვეუბნები, ასეთ ადამიანებს არჩევნებში ხმა კი არ უნდა მისცე, არჩევნების კარამდეც არ უნდა მიუშვა ამ დონის მოღალატეები – წითლიძე, ვაშაძე, ყველანი ვინც იქ იყვნენ და ვინც იქ არ იყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა.

იქ ოთხი იჯდა, მაგრამ მათ უკან მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა იყო და აქედან უჭერდნენ მხარს. ეს არ იყო 4 ადამიანის ნება. ეს იყო სრულიად ოპოზიციისა და მათი დამკვეთების გადაწყვეტილება. ვიღაცას ქვეყნის გარედან და არა მხოლოდ შიგნიდან, არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აქ არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი – ვინ არის ის „ვიღაც“, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ვინც უკვეთავს ამას ქართულ ოპოზიციას?” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს მათ შერჩათ. სწორედ, ამიტომ ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ ამ ყველაფრის გამო უნდა აგონ პასუხი
Next: როცა ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებით არ იცოდნენ, ტყუიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.