Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ

მარშალ პრესი 21/03/2024
nino pochkhua

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 30 წელს ითვლის და მათი მხრიდან ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად, გაოცებას იწვევს, – წერს ნინო ფოჩხუა, რითაც ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშესახები შედეგების თაობაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა სწორად აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ავიარეისებს იმსახურებს.

აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 30 წელს ითვლის და მათი მხრიდან ელემენტარული ნაბიჯები არ იდგმება პარტნიორობის გასამტკიცებლად, გაოცებას იწვევს.

პრემიერმა სწორად აღნიშნა, საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავისუფალ ვაჭრობას, პირდაპირ ფრენებსა და უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, თუმცა რა უვიზო მიმოსვლაზეა საუბარი, როცა რუსეთის მოქალაქეებსაც კი საქართველოს მოქალაქეებზე ბევრად მეტ ვიზას აძლევენ ამერიკაში სამოგზაუროდ, ვიდრე ჩვენ. ეჭვი მაქვს აქაური დესტრუქციული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ეს ასე არ იქნებოდა. (ვერ იკადრებენ თუ რა)

იმედი მაქვს, ამერიკის ხელისუფლება გაითვალისწინებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას მათი ქვეყნის მიმართ და ეს საკითხი გამოსწორდება.” – წერს ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ეს ის სუბიექტებია ანუ კოლექტიური ხატია დეკანოიძეები, რომლებმაც ვერ შეასრულეს 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე მიღებული დავალება, რომ საქართველო ჩაებათ ომში!
Next: როგორც გიორგი ვაშაძე ვერ გახდა და ვერც ვერასდროს იქნება პრემიერ-მინისტრი, ისევეა ნიკა გვარამიას საქმეც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.