Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ვის დააჯერებ საქართველოში, რომ გიორგი კანდელაკი და ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციასაც წარმოადგენენ

მარშალ პრესი 21/03/2024
mikheil kavelashvili

„საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია, რა მიზნისთვის ფინანსდება უცხოეთიდან ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ამავე დროს, ასოცირდება პოლიტიკურ პარტიასთან.

„დღეს ვის დააჯერებ საქართველოში, რომ გიორგი კანდელაკი და ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენენ და არანაირად არ ეხება, მათი ორგანიზაციის დაფინანსება, პარტიის დაფინანსებას.

თუ ასეთი ღიები და თამამები არიან, მაშინ, რა უშლიდათ ხელს, რომ უბრალოდ რეესტრში დაფიქსირებულიყო და გამჭვირვალე ყოფილიყო მათი დაფინანსება. იგივე ორგანიზაციები, რომლებიც თვითონ უარს ამბობენ შემოწმებაზე და ღიაობაზე, ჩვენზე არიან ჩასაფრებულები, ყოველ ჩვენს დეკლარაციას თვეობით ამოწმებენ და ასაჯაროებენ. საზოგადოებას აქვს უფლება ჰქონდეს ინფორმაცია , იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რითი ფინანსდება და რა მიზანი აქვთ, მითუმეტეს, როდესაც პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდებიან. აი ამაზე გვქონდა საუბარი, რომ მოატყუეს მთელი საზოგადოება. ახლა, გამოვიდნენ საზოგადოების წევრები, ქალბატონი მზექალა შანიძიდან დაწყებული, დავით ტურაშვილით დამთავრებული და გამცენ ამაზე პასუხი, როგორ არიან ეს ორგანიზაციები ერთნაირად, არასამთავრობოც და პარტიული“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: სხვა პარტიებისგან იმით განვსხვავდებით, რომ ჯერ ჩვენი მომხრეების დიდი არმია შევქმენით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ პარტიად
Next: გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.