Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე

მარშალ პრესი 21/03/2024
irakli kobakhidze3

ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას უკავშირდება ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ.

„გასაგებია, რისთვისაც ემზადება ოპოზიცია, იციან მათ, რომ აგებენ არჩევნებს, თან ძალიან მძიმედ აგებენ. ჩვენ დღევანდელი მონაცემებით ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ასეთ პირობებში, ოპოზიცია თავიდან ბოლომდე ორიენტირებულია ერთადერთ რამეზე – არჩევნების დელეგიტიმაციის მცდელობაზე და ამას უკავშირდება ბუნებრივია ის კამპანიები, რომელიც წარმოებს ცესკოს წინააღმდეგ. აბსოლუტურად უსუსურია ეს კამპანიები, შესაბამისად, წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ხიდის დემონტაჟი განხორციელდება
Next: ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.