Skip to content
24/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია უკვე დაუფარავად და საჯაროდ ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს

მარშალ პრესი 21/03/2024
guram macharashvili

„ევრონესტის“ ფორმატში რადიკალური ოპოზიციის უარი იმ რეზოლუციაზე, რომელიც უნდა დაინიცირებულიყო და რომლის შინაარსი შეეხებოდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამაზე უარი, მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს ხალხი არა მარტო საქართველოში მტრობს ქვეყანას, არამედ, უცხოეთშიც“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ- ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხილული ხდება, რასაც „ხალხის ძალის“ წერილებში ამბობდნენ, რომ ეს არის მათი პირდაპირ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

 

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ იმ მტკიცებულებს, რასაც „ხალხის ძალა“ წელიწადნახევარია ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია უკვე დაუფარავად და საჯაროდ ებრძვის საკუთარ სახელმწიფოს. „ევრონესტის“ ფორმატში რადიკალური ოპოზიციის უარი იმ რეზოლუციაზე, რომელიც უნდა დაინიცირებულიყო და რომლის შინაარსი შეეხებოდა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს განვითარებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ამაზე უარი, მორიგი მტკიცებულებაა იმის, რომ ეს ხალხი არა მარტო საქართველოში მტრობს ქვეყანას, არამედ, უცხოეთშიც და თუ ამაზე ადრე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი საუბრობდა, დღეს საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ოპოზიციის ეს 4 „ძვირფასი“ წარმომადგენელი, რომელიც „ევრონესტის“ ფორმატის მონაწილე იყო, მხარი არ დაუჭირეს ამ რეზოლუციას და იცით, მიზეზად რა თქვეს? – თურმე, ისინი არაფერ შუაში იყვნენ და ჩვენ იქ მონაწილე 100 წევრიდან როგორ ვერავინ მოვძებნეთ, რომ 10 ხელმოწერა შეგროვებულიყო – ესაა მათი დამოკიდებულება.

მინდა მათ ვუთხრა, რომ როცა საქართველოს მოქალაქეების მიერ ხარ პარლამენტის წევრად არჩეული, უცხოეთში, უცხოელების ხარჯზე გინდა საქართველოს პარლამენტის წევრის ფუნქცია შეასრულო?
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ხილული ხდება, რასაც ჩვენ ჩვენს წერილებში ვამბობდით, რომ ეს არის მათი პირდაპირ ბრძოლა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ნაცმოძრაობა” არამარტო საზოგადოებას ექცეოდა სადისტურად, არამედ, ის სადისტურად ექცევა ქვეყანასაც, რომელსაც რეზოლუციების დონეზეც ებრძვის
Next: ოპოზიციის მტკიცება, რომ “არ იცოდნენ” არის ტყუილი! ვერ დავმალავდი ტექსტს, რადგან ოფიციალურად იყო დაგზავნილი – მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის რეზოლუციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025