Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამიტომ ვითხოვდით გამჭვირვალობაზე კანონს, რომელსაც რუსული უწოდეს

მარშალ პრესი 21/03/2024
MIKHEIL KAVELASHVILI

„უამრავი კითხვა ჩნდება სხვადასხვა სემინარისა და მათი დონორების მიმართ. სწორედ ამიტომ ვითხოვდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დონორებისგან ჩარიცხულ თანხებს პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს.

„არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას რომ შევეხოთ, გავიხსენოთ NED-ის (დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის) თავმჯდომარის, კენ ვოლაკის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ სამოქალაქო სექტორს ვაფინანსებთ, მაგრამ თუ იქიდან ვინმე პოლიტიკაში მოქმედებს, ეს მიუღებელიაო, – სწორედ ამას ვგულისხმობდით, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ვითხოვდით და ის რუსულ კანონად მონათლეს.

ახლა კი, უამრავი კითხვა ჩნდება სხვადასხვა სემინარისა და მათი დონორების მიმართ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დონორებისგან ჩარიცხულ თანხებს პოლიტიკურ საქმიანობაში იყენებს.

როცა ჩვენზე ამბობენ, რატომ ინტერესდებიან მხოლოდ დასავლეთიდან ჩარიცხული თანხებით და არა – რუსეთიდანო, იმ კანონით, რასაც რუსული უწოდეს, ისიც გამოჩნდებოდა, რუსეთიდან იყო თუ არა ჩარიცხული თანხა და – რა მიზნით. იმ კანონპროექტში მხოლოდ ფინანსების გამჭვირვალობასა და მიზნობრიობაზე იყო საუბარი და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას არავინ არ ეხებოდა“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ყველამ ვიცით, რომ სხვა ტემპერამენტის მქონე მმართველები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენც დაბომბილები ვიქნებოდით და მშვიდობა არ იქნებოდა
Next: როდესაც დასავლელ პარტნიორებთან ქვეყნის ინტერესებზე ღიად საუბრობ, პირველ ხანებში, ცოტა შოკირებულები არიან, თუმცა შემდეგ იღებენ ამ მოცემულობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025