Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ისინი ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ჩადებას არ შეწყვეტენ, უფრო დეტალურად გამოვამზეურებთ – გურამ მაჭარაშვილი

მარშალ პრესი 21/03/2024
guram macharashvili

„ძალიან კარგად ვხვდებით, რომ ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული მონაწილეობს“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში ფონდების მიერ უცხოური ფულის მონაწილეობა არ შეწყდება, „ხალხის ძალა“ ამ თანხების წარმომავლობასა და მიზნობრიობას უფრო დეტალურად გამოამზეურებს.

“„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ყველა ფონდს და ჩვენც მივმართავთ (კონსტიტუციით პარლამენტის წევრებს გვაქვს უფლება, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართოთ): თუ ისინი ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის ჩადებას არ შეწყვეტენ, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, ამ თანხებს, რომელიც საქართველოში რადიკალური პროცესების დაფინანსებას ხმარდება, აუცილებლად, უფრო დეტალურად გამოვამზეურებთ.

უცხოური ფული მონაწილეობს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების შეძენასა და ქართველი პოლიციელების დაწვის მცდელობაში; უცხოური ფული მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის საბოტაჟში; უცხოური ფული მონაწილეობს ავტომობილების დაწვასა და კრიმინალში; უცხოური ფული მონაწილეობს ლგბტ პროპაგანდაში, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას იწვევს და ა.შ. და როდესაც საუბარია იმაზე, რომ პარტნიორები დეპოლარიზაციაში დაგვეხმარებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, ლგბტ საკითხი ის თემაა, რომელსაც ქართული საზოგადოება ვერ ეგუება, მაინც აფინანსებენ იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც არავინ ეხება და რომელთა უფლებებიც დაცულია, მაგრამ, დამატებით, ლგბტ პროპაგანდა სურთ.

ეს კი რა შედეგებითაც მთავრდება, ძალიან კარგად იციან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ფონდებსა და უცხოელ პარტნიორებს – ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფულის მონაწილეობას თავი დაანებონ. თუ არასამთავრობო სექტორია, ეს დაფინანსება არა პოლიტიკური მიმართულებით აიღონ, სემინარებს რომ აწყობენ და რევოლუციის ჩატარებას ასწავლიან, არამედ, სოციალური პროექტების მიმართულებით და ა.შ.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

Continue Reading

Previous: “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, ცხადია, მომავალშიც ასე იქნება – ლევან ხაბეიშვილი
Next: „ხალხის ძალა“ დაფუძნდა იმ იდეით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე – ეს იყო უდიდესი გამბედაობა ქართულ პოლიტიკაში, გამბედაობა, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ამ დონეზე არ გამოუხატავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025