Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მსჯავრდებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტრენერის პროფესიას დაეუფლებიან

მარშალ პრესი 20/03/2024
505

სპეციალური პენიტენციური სამსახური სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. ამ მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ხელს უწყობს დაწესებულებებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების განვითარებას/ხელშეწყობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ მსჯავრდებულების ინსტრუქტორებად მომზადებას/გადამზადებას.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ცხვარაშვილმა და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ტრისტან გულბიანმა.

აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, სპორტის ოთხ სახეობაში – ფეხბურთში, კალათბურთში, ხელბურთში, მაგიდის ჩოგბურთში – №5, №12 და №16 პენიტენციური დაწესებულებების მსჯავრდებულებმა მწვრთნელებად მომზადების მოკლევადიანი კურსი პროფესიონალი ტრენერის დახმარებით უკვე გაიარეს. პროგრამაში ჩართულ მსჯავრდებულებს სერტიფიკატებიც გადაეცათ და ისინი დასაქმებას შეძლებენ მწვრთნელის შესაბამის პოზიციაზე როგორც პენიტენციურ სისტემაში, ისე გათავისუფლების შემდგომ.

პენიტენციური სამსახური ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობას და დაწესებულებების თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვის პროცესს კვლავ გააგრძელებს.

Continue Reading

Previous: ეს არის პარტია, რომელსაც წელიწადნახევარში გაცილებით მეტი საქმე აქვს გაკეთებული და ამ საქმეების მერე ფორმირდება პარტიად, რაც არის ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში
Next: “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომლის დროსაც საპატრიარქოს ბიუჯეტი 3-ჯერ გაიზარდა, ცხადია, მომავალშიც ასე იქნება – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025