Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

თავდაცვის სამინისტროს ლატვიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

მარშალ პრესი 20/03/2024
432601589_1498713960859565_8605994180423413187_n

საქართველოში ვიზიტით ლატვიის პარლამენტის (საეიმას) საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფის წარმომადგენლები იმყოფებიან. ლატვიის დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ უმასპინძლა. გრიგოლ გიორგაძემ  ლატვიის მხარეს  თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე  გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის არსებული, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მრავალწლიანი პარტნიორობა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, რომლებმაც ლატვიელ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნეს.

Post navigation

Previous: ვეტოს გამოყენებით რეალურად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და დაშლის ოპერაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის ხელით
Next: წელს ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გაისტუმრებს პოლიტიკურ ბალასტს პოლიტიკურ სანაგვეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.