Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სინამდვილეში სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 20/03/2024
levan nikoleishvili

ამ პოლიტიკოსების თუ მავნებლების სახელი და გვარი ყველამ უნდა იცოდეს!!! დიახ, ეს ის ხალხია რომლებსაც, რომ ჰკითხო ძალიან პროდასავლურები არიან, დღედაღამ სხვას აბრალებენ პრო-რუსობას, სინამდვილეში სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.

მისი განცხადებით, ვინც ამ პოლიტიკოსების მხარდამჭერი და მათ აზრების გამზიარებელია, ისინიც იგივენაირად ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას

“აი, ამ პოლიტიკოსების თუ მავნებლების სახელი და გვარი ყველამ უნდა იცოდეს!!! დიახ, ეს ის ხალხია რომლებსაც, რომ ჰკითხო ძალიან პროდასავლურები არიან, დღედაღამ სხვას აბრალებენ პრო-რუსობას, სინამდვილეში სწორედ ესენი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აქ კი ძალიან მარტივი ფორმულის წინაშე ვდგებით, ვინც ამ ხალხის მხარდამჭერი და ქომაგია, შესაბამისად მათ აზრების გამზიარებელიც გახლავთ, ისინიც ზუსტად ისევე ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას. ახლა, კეთილი ინებონ და ახსნან რატომ აკეთებენ ამას, დავიჯერო მხოლოდ ის იყო მათი მოტივაცია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდათ ქვეყანა წინ წავიდეს თუ საერთოდ არ უნდა ამ ქვეყნის წარმატება?! ასევე საინტერესოა, ეს ყველაფერი თვითონ მოიფიქრეს თუ ისევ მონურად აღასრულეს ვიღაც უცხოელის დავალება!” – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საქართველოს ანტიდასავლური ელემენტები – სუბიექტები, რომელთათვის ქვეყნის მომავალი კი არაა მთავარი, არამედ როგორმე დესტრუქციის გზით, სახელისუფლებო სადავეების დაბრუნება
Next: პუტინის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართველ მოღალატეთა დელეგაცია კიდევ ერთი საჩუქრით გამოეხმაურა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.