Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც უფრო მალე გასამართლდება “ნაციონალური მოძრაობა”, მით სწრაფად და მარტივად წავა ქვეყანა წინ

მარშალ პრესი 19/03/2024
david kacharava

„სასაცილოა ახლა, რომ ტრიბუნასთან მდგომ ოპოზიციას ლგბტ პროპაგანდაზე ეკითხები და ზეთის ფასის მატებაზე იძლევა პასუხს. სწორედ ამიტომ, ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები,” – ასე აფასებს მოკლედ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ გაერთიანებას მხოლოდ ერთი რამ – ქვეყნის განვითარების შეფერხება აქვს მიზნად დასახული.

სწორედ ამიტომ, კაჭარავას თქმით, ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფენომენი, უნდა გასამართლდეს და ეს არის კიდეც „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი მიზანი.

„ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან, თუ გვახსოვს, პანდემიის პერიოდში დაიკეტებოდა ქვეყანა და აყვირდებოდნენ – გახსენით, გახსენითო. გაიხსნებოდა და მერე საპირისპიროს. ეს ადამიანები ცდილობენ დიდ ტურბულენტობაში მოაქციონ ქვეყანა და შეაჩერონ ეკონომიკური წინსვლა. მათ სურთ, ადამიანებმა თავი ცუდად იგრძნონ, რის შემდეგაც აპელირებას მოახდენენ იმაზე, რომ ყველაფერი ცუდადაა და საჭიროა ხელისუფლების ცვლილება.

რა მორალსა და რომელ სოციალურ დახმარებაზე საუბრობენ ეს ადამიანები, როცა ყველამ კარგად ვიცით, მცირე ბიზნესიდან დაწყებული, ყველა რიგში რომ იდგა მათთვის წილების მისატანად და თუ ასე არ მოხდებოდა, მიმდინარეობდა ბიზნესზე ზეწოლა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ხდებოდა ბიზნესის „რეკეტი” და მეტიც, ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ ადამიანებს. სასაცილოა ახლა ისიც, რომ ტრიბუნასთან მდგომ ოპოზიციას ლგბტ პროპაგანდაზე ეკითხები და ზეთის ფასის მატებაზე იძლევა პასუხს. ამიტომ, ეს ადამიანები ყველაფერზე არიან წამსვლელები. ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ესაა – ნაციონალური მოძრაობა, როგორც „გაგება“ (ფენომენი) და არა პარტია, უნდა გასამართლდეს, იმიტომ, რომ ეს დღე თუ არ დადგება, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იმაზე ფიქრში, როგორ მოვიშოროთ ისინი თავიდან, რათა უფრო მეტად განვავითაროთ ქვეყანა. ეს დღე რაც უფრო მალე დადგება, მით სწრაფად და მარტივად წავა ქვეყანა წინ,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Post navigation

Previous: ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით და ეს რომ არ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში
Next: ამერიკის საელჩოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმახსოვრონ, რომ კრებსითი გიორგი ბურჯანაძეების, ლომჯარიების, გიგაურების და მათნაირების “მოსაზრებების” ფასი საზოგადოებაში, უდრის ნულს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.