Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს

მარშალ პრესი 19/03/2024
giorgi burjanadze

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი გიორგი ბურჯანაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების გადამოწმებას ითხოვს. შესაბამისი პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ეუთო ოდირი“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, აკვირდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესს 2019-2021 წლებში. მათი შეფასებით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესების პროცესს აკლდა როგორც კეთილსინდისიერება, ისე ობიექტურობა და სანდოობა („..were assessed by ODIHR to lack integrity, objectivity and credibility.“).

„ეუთო ოდირის“ შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა არ განხორციელებულა დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე დაყრდნობით. კანდიდატების შერჩევის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებას აკლდა არგუმენტაცია და არასაუკეთესო შეფასებების მქონე კანდიდატების შერჩევა ხდებოდა შესაბამისი ახსნის გარეშე.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ექსტრაორდინარული შემოწმება, ე.წ. ვეტინგი გულისხმობს იმის დამოუკიდებელ გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მოსამართლეები სამოსამართლო მოთხოვნებს. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის დადგენილი წინაპირობა შეეხება 60-მდე პირის თანამდებობის თავსებადობის გადამოწმებას (მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების)“, – წერს ბურჯანაძე, რომელიც საზოგადოებას დაამახსოვრდა მისი გამოსვლით 2023 წლის მარტში, როდესაც თქვა, რომ თუ ევროკავშირმა მოითხოვა, ცალ ფეხზეც უნდა დავდგეთ.

Post navigation

Previous: ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა, შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართა
Next: ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული სად მიდის, არ ვიცით და ეს რომ არ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.