Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა

მარშალ პრესი 16/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც გასული კვირის პარასკევს წარმოადგინა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას, პარასკევს. ამიტომ ახლა მე მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, თუ ეს მოხერხდება და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ვნახოთ შემდეგ რა ასე ვთქვათ შედეგით დასრულდება თქვენი დღევანდელი შეხვედრა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: აგრესიულმა ეკა კვესიტაძემ მოქალაქეს გაზეთი დაუხია და ფეხით შედგა (ვიდეო)
Next: ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები – ბუნებრივია, გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.