Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა

მარშალ პრესი 19/03/2024
09

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენთან და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოსა და დანიის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული 4-წლიანი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განსაზღვრული მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე.

Post navigation

Previous: ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები
Next: ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს ამბიცია მოხვდეს პარლამენტში – „ხალხის ძალას“ 5%-ზე გაცილებით მეტის ამბიცია გვაქვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.