Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე – რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას

მარშალ პრესი 19/03/2024
irakli kobakhidze

ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ იენს  სტოლტენბერგთან.

„გუშინ გვქონდა არაჩვეულებრივი შეხვედრები ბატონ სტოლტენბერგთან. შემდეგ ვახშმის რეჟიმშიც მეგობრულად გავაგრძელეთ საუბარი ყველა იმ თემაზე, რომელიც უკავშირდება ნატო-საქართველოს პარტნიორობას. ნატო-საქართველოს პარტნიორობა არის მაღალ დონეზე.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ვეცდებით, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის შეხვედრები, რომელიც შედგა გუშინ ბატონ სტოლტენბერგთან“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, რომლებიც აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საეჭვო საქმიანობაში არიან ჩართული
Next: ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025