Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლის და ფქვილის მარაგთან დაკავშირებით – საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს – გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ ეს საკითხი იყო პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა

მარშალ პრესი 16/05/2022
ღარიბაშვილი

საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს.

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ნოდარ მელაძე, რომ სასამართლომ გაამართლა, ყიჟინა ქონდათ ატეხილი აი, გავიმარჯვეთო. ახლა გახდა მართული სასამართლო? როგორ არის ეს ამბავი?
Next: აგრესიულმა ეკა კვესიტაძემ მოქალაქეს გაზეთი დაუხია და ფეხით შედგა (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.