Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში – ირაკლი კობახიძე ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

მარშალ პრესი 19/03/2024
irakli kobakhidze

რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, მე პირადად არ ვარ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, თუმცა აბსოლუტურად გასაგებია მისთვის ის შფოთვა, რომელიც აქვს საპარლამენტო უმრავლესობას.

„არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავასრულოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები. მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ვეტინგის თემა დახურულია ჩვენთვის – პრემიერი
Next: დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მითუმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია მას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.