Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ

მარშალ პრესი 19/03/2024
mamuka mdinaradze

ტრენინგები ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით, რაზეც პრაიდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ტარდებოდა სემინარი, ხოლო გაეროს განვითარების ფონდმა თქვა, რომ მათ დააფინანსეს სემინარი, რომელიც უმცირესობების უფლებებს ეხებოდა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„სინამდვილეში კი, არა უფლებები, არამედ სასაუბრო თემა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის დაცვა გახლდათ და ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან წინასწარ გახმოვანდა. მოვუწოდებთ როგორც გაეროს განვითარების ფონდს, ასევე, სხვა ორგანიზაციებს, კარგად გაერკვნენ რეალურად რა აქტივობებს აფინანსებენ და რაში იხარჯება ჩვენი მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა ფული, იმისთვის, რომ მაგალითად არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებები არ ავურიოთ ლგბტ პროპაგანდის მავნე შედეგებში; რომ ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი არ ავურიოთ რუსულ კანონმდებლობაში, დოლარი, რომლითაც მდიდარი ენჯეოები ფინანსდებიან არ ავურიოთ რუბლში, რომლითაც ასევე მდიდარი ენჯეოების ნაწილი ფინანსდება და ა.შ.“, – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ამ სიყვარულით, რასაც ვიღებ, ძალიან გახარებული ვარ – ილია თოფურია
Next: ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ დესტრუქციული, მაღალი რისკის შემცვლელი საქმიანობისაგან და გავხადოთ პოლიტიკური ველი უფრო მეტად სუფთა, საქმიანი და კონკურენტული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.