Skip to content
11/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს

მარშალ პრესი 16/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში, საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა.

„წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ  მთავრობაში ჩვენ მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთო ბატონი ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს”, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულია და არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს ამისათვის
Next: ნოდარ მელაძე, რომ სასამართლომ გაამართლა, ყიჟინა ქონდათ ატეხილი აი, გავიმარჯვეთო. ახლა გახდა მართული სასამართლო? როგორ არის ეს ამბავი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.